ტაქსები ტექინსპექტირებას 6 თვეში ერთხელ გაივლიან

1439

წინა სტატია

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. მანამდე ნორმა წელიწადში მხოლოდ ერთი შემოწმება იყო.

ცვლილების მიხედვით, ტაქსის მესაკუთრე ვალდებულია მანქანისთვის ფერის შეცვლის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს. რეგლამენტში შესული ცვლილება ასევე შეეხო მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო და 4 ეტაპად მიმდინარეობს.