გორში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვენ

957

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  გორში რომელიმე ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ ამ ინიციატივით ზვიად გამსახურდიას ხსოვნისთვის პატივის მიგება სურთ.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ გორში იყოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ღირსეული მამულიშვილის სახელობის ქუჩა და ამით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მივმართავ გორის მუნიციპალიტეტის მერს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ქუჩის მოძიება და პროცედურული საკითხები.

თუ არ გყოფნით ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ მოიძიოთ ქუჩა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზად ვართ, თქვენთან ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ აღნიშნულ პროექტზე“, – ამბობს ბექა ქორჩილავა.

ქორჩილავა საკითხის ინიციცირებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში და ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს დადგამენ.