გორში მდინარის კალაპოტების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მალხაზ ლალებაშვილის თქმით, პროექტი მზადაა და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.
“გრიბოედოვის ქუჩაზე გაკეთდება რკინა ბეტონის ნაპირსამაგრი, 100-მეტრიანი ზოლი. პროექტი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ასევე, გამაგრდება მდინარე მტკვრის რამოდენიმე ნაპირიც“ , – ამბობს მალხაზ ლალიაშვილი.