გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

1380

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად მალხაზ ლალებაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიამ ამ პოსტზე ლალებაშვილი ღია კონკურსის გზით შეარჩია.

მალხაზ ლალებაშვილი მანამდე გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თანაშემწე იყო. წლების წინ კი, არქიტექტურის სამსახურში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ჯალაღანიამ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.