უცნობია, როდის დაიწყება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა (ვიდეო)

883

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა ჯერ კიდევ წლების წინ, ორ ლოტად დაიგეგმა, გზის პროექტზე თანხებიც გაიწერა, თუმცა სამუშაობი ჯერაც არ დაწყებულა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აჭარის მთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის მოწესრიგებას ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ყველა არჩევნებზე პირდებოდნენ.

როდის დაიწყება გზის მშენებლობა და რა ეტაპზეა სამუშაოები, უცნობია, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ‘TV25-ის” შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ‘TV25-ის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცით ირკვევა, რომ გზის მშენებლობისთვის 13 მიწის ნაკვეთია გამოსასყიდი, რისთვისაც 3 521 549 ლარია გათვალისწინებული.  პირველი ლოტით გაწერილი სამუშაოების განსახორციელებლად ხულოში მოსახლეობას იძულების წესით სამი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს, ექვს ნაკვეთის ჩამორთმევაზე კი პროცედურები მიმდინარეობს.

ოპოზიცია ხელისუფლებას გზის დროულ მოწესრიგებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, გზის მშენებლობა თანხების გახარჯვის გამო ვერ ხერხდება.