დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში განაცხადეს, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარცევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. მერიის ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.
“ბაკალავრის აკადემიური ხარისხმის გარდა, აუცილებელია ინფრასტრუქტურის, მშენებლობის ან არქიტექტურის სფეროში 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელობის 2 წლის გამოცდილება. გამოსაცდელი ვადა 12 თვეა. აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1500 ლარია. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა“, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.