ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბა ასპინძაში გურამუშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 15 მარტს 110 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდამ 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო, გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ასევე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
წინადადებების მიღება დღეს სრულდება.