ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის დასახლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები გელათის დასახლების სოფელ კურსებისთვის მიერთებას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წელს გადაწყვეტილება მოსახლეობისგან ფარულად მიიღო. ხალხმა კი ცვლილების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გელათის დასახლების დასაწყისში აბრა “სოფელი კურსები“ გამოჩნდა.
“დღეს გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ და გზა გადავკეტეთ. თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ. ხალხი დაიტანჯა, ქონებას ვერ ვყიდით. გელათი ტურისტული ზონაა და რაც სახელი გადაარქვეს, ქონების ფასი დაეცა. სოფელს კურსები დაარქვეს და ყველა შენობას სოფელში გელათი აწერია. ამდენი ხანია ვიბრძვით და არ გავჩერდებით“, – ამბობს სოფელ კურსების მკვიდრი მევლუდ კუბლაშვილი.
კურსების თემის მაჟორიტარი გიორგი ავალიანი ამბობს, რომ ტყიბულის საკრებულო საკითხზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.