წვიმისგან აყრილი იატაკი და გაშავებული ჭერი ტყიბულის მერიაში (ვიდეო)

773

ტყიბულის მერიის შენობაში რამდენიმე თვეა ერთდროულად რამდენიმე ადგილას წყალი ჩადის. წვიმისა და თოვლის ნაწრეტი წყლისგან შენობის მესამე სართულზე დაზიანებული და აყრილია ხის იატაკი,  ამასთან, გაშავებულია ჭერი და კედლები. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება არამდგრადი ამინდების გამო ვერ შეძლეს.

“რამდენიმე თვეა დაზიანებულია. გასული წლიდან დაიწყო წვეთა, მაგრამ ამინდები არ არის და ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სახურავის შეცვლა. ახლა უკვე მიმდინარეობს პროექტირება და მალე ტენდერიც გამოცხადდება”,-აცხადებენ მერიაში.