უფლისციხეში ტურისტული ბაზრობა – გამოფენა გაიმართება

470
უფლისციხე

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე ტურისტული ბაზრობა-გამოფენა გაიმართება.

გამოფენა არის ერთდღიანი და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები.

“ღონისძიებას დაესწრებიან კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და უფლისციხეში ჩამოსული ტურისტები”, – აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის გუბერნია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.