ქვეწარმავლის პოვნის გამო, სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა

659

ქვეწარმავლის პოვნის გამო, სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა.

მენეჯერის ინფორმაციით, ოთახში გველი ადგილზე მისულმა აღმზრდელმა ღუმელის წინ შენიშნა, რის შემდეგაც ის დარაჯმა მოკლა.

გურჯაანის მერიის ინფორმაციით, 63 აღსაზრდელს სხვა ბაღებში გადაანაწილებენ. დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე კი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განაცხადა, შენობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა და ორშაბათისთვის გადაწყვეტენ, თუ რა სახის სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო. მისი თქმით საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია იატაკი და შენობის მიმდინარე ტერიტორია.

ფოტო: speqtri.ge