ისნის რაიონში პეტრე-პავლეს სასაფლაოსკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია იწყება

1056

ისნის რაიონში პეტრე-პავლეს საქალაქო სასაფლაოსკენ მიმავალი გზების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 871 721 ლარს შეადგენს, უახლოეს დღეებში დაიწყება და როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სასაფლაოსკენ მიმავალი გზის სამივე მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მათ შორის, მელაანის V შესახვევის 370 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილს, სადაც 3400 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ნიაბის l შესახვევის გაგრძელებას სასაფლაოს მიმართულებით, რომელიც 5504 კვადატულ მეტრს შეადგენს და ელია-ვაზისუბნის დამაკავშირებელ გზას, რომლის ფართობიც 4196 კვადრატული მეტრია. ამასთან, პროექტის მიხედვით, შპს “ჰერმესი” სასაფლაოს ტერიტორიაზე ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ღობეებს მოაწყობს.

“გასულ წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს წავაწყდით და გადავწყვიტეთ მათი მოგვარება. ამ თემაზე სოციალური ქსელების საშუალებითაც არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა. მოსახლეობას ვპირდებით, რომ წელს სასაფლაოზე ყველა მიმართულებით მისასვლელი გზა იქნება მოწესრიგებული და გამართული”,-განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.