კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს

873

კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ახალი სანიაღვრე კოლექტორები მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას წვიმის შედეგად ჩამოსული წყლისგან დაიცავს და რკინიგზის ხაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან აქამდე წყლის ნაკადი პირდაპირ ლიანდაგზე გაედინებოდა.

“სწორედ ამ კოლექტორზე მოხდება ზემო ფონიჭალის ნაწილი სანიაღვრე ქსელების დაერთება, შესაბამისად, ის მთავარი კოლექტორის ფუნქციას შეასრულებს და მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუხსნის. კოლექტორის დიამეტრი 1200 მმ-ია, ხოლო სიგრძე – 250 მეტრი”, – ამბობენ გამგეობაში.

კრწანისის რაიონის გამგებელის ლევან ჯაფარიძის თქმით კი, ზემო ფონიჭალაში ამ დრომდე სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა და სწორედ მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით გადაწყვიტა გამგეობამ ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამომავლოდ ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებულ დიდ პრობლემას მოუგვარებ.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს “რიალ ენერჯი“ აწარმოებს.