31 მარტს, ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ ტურიზმის ფესტივალი “ტურისტერი“ გაიმართება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ღონისძიება „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია “შინდის“ ერთობლივი პროექტია.
ფესტივალზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს. ასევე, “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი იქნება.