კომპანია “იბოლიამ” გორში გორგასლის ქუჩას რეაბილიტაცია დაიწყო

1278

გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია”იბოლია” აწარმოებს. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური კვლევა საპროექტო ორგანიზაცია “მ-პროქტმა” ჩაატარა.

დასკვნის მიხედვით, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას, დაახლოებით, 758 000 ლარი სჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია.

გორგასლის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოებზე ტენდერი 7 მარტს გაიმართა და “იბოლიამ” 749 000 ლარად გაიმარჯვა.

სამუშაოების დაწყებას წინ ინციდენტი უძღოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ნებართვის გარეშე ხეების (ნაძვის და ფიჭვის) გადაბელვა დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტი მოჰყვა.