ქუჩათა რაოდენობა სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან, დაახლოებით, 12-ია. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ გავა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
აღნიშნულ 12 ქუჩას შორის წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებიც მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ. ეს 14 ქუჩაა: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.