საბურთალოს რაიონში, იოსებიძის ქუჩა N65-ში, ვაჟა-ფშაველას შესახვევის N3-სა და ფანასკერტელის ქუჩა N16-ში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობასი განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიებზე საბავშვო ატრაქციონი, გარეგანათების ბოძები და სკამები დამონტაჟდება. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
მათივე ცნობით, სამივე პროექტის ღირებულება 206 372 ლარს შეადგენს.