კონდოლის ჭალის ტყეში წითელ ნუსხაში შეტანილ მუხის ხეებს ჭრიან

1259

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალაში დაუდგენელი პირები წითელ ნუსხაში შეტანილ მუხის ხეებს ჭრიან. ხეების ნაწილი ტყიდან გატანილია, ნაწილი კი ჯერ ისევ ადგილზეა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კახეთის სატყეო სამსახურში აცხადებენ, რომ ხე-ტყის უკანონო მომპოვებლებს სანქციებს აკისრებენ, თუმცა ეს ტყის დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

“ჭალების ტყის გაკონტროლება რთულია და მისი გაჩეხვაც უმეტესად ღამის საათებში ხდება. კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის უკანონო ჭრებთან დაკავშირებით მოკვლევას დავიწყებთ და მასალები პოლიციაში ან პროკურატურაში გადაიგზავნება”, – განაცხადა იოსებ ტურაშვილმა.