ქუთაისში ყინულის მოედნის ფუნქციონირება ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. სპორტული ჯგუფებისთვის სწავლის პროცესი უკვე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ყინულის მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შპს “ტრემაქს ჯორჯიამ“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 177 399 ლარი გამოიყო.
გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.