ქედის სოფლებში ადგილობრივები ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობის უმრავლესობა მდინარის ნაპირზე მოსაცდელებთან ყრის. განსაკუთრებულად დანაგვიანებულია ის ადგილები, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად უკანონო ნაგავსაყრელები რჩება. როგორც “აჭარის ტელევიზია” წერს, ქედის მერიას წელს ურნების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ გაუთვალისწინებია. თუმცა, შესაძლოა, საჭირო ფინანსები ბიუჯეტის კორექტირებისას გამოიყოს.