ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279 750 ლარზე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, შენობა 8 საკლასო ოთახს, ერთ კლასლაბორატორიას, სამასწავლებლოს, დირექციის ოთახს, ბიბლიოთეკასა და კომპიუტერული კლასის ოთახს უნდა მოიცავდეს. ამასთა, სკოლა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
სკოლას ექნება ბუფეტი, რომელიც აღჭურვილი იქნება 2 სექციანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით. ასევე, შენობაში განთავსდება დამლაგებლის ოთახი სველი წერტილითა და სადეზინფექციო სათავსოთი. ამასთან, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი.
სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დასრულდეს, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა კი 4 თვეა.