გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება.
კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ორსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება, რომელშიც მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება.
ასევე, იგეგმება მუზეუმის ეზოს კეთილმოეწყობა, სადაც გაკეთდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები.
მუზეუმის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 397 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.