სამტრედიის გამგეობის შენობა ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირეცხა და მუშაობა შეფერხებულია

1083

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა. შენობაში დასაქმებულები სამუშაო ოთახებში შესვლას ვერ ახერხებენ, რადგან წყალი შენობაში ამ დრომდე ჩადის.
,,მთლიანად ჩამორეცხა სამი სართული. კულტურის სამსახურის თანამშრომლები კი გარეთ დერეფანში სხედან, რადგან ოთახებში ვერ შედიან. ისე წვიმს მათთან როგორც გარეთ. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. შენობის სახურავი რამდენჯერმე შეაკეთეს, მაგრამ მაინც ამ რეალობის წინაშე ვართ”, – აცხადებენ გამგეობაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი