ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციები აგრობიზნესის საჭიროებების კვლევის შედეგებს წარადგენენ

620

2017 წლის 16 ივნისს, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მის პარტნიორ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საზოგადოებას აგრობიზნესის საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგებს წარუდგენს.

ღონისძიება 13:00 სთ-ზე, თბილისში, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.

აღნიშნული ორგანიზაციების მიერ აგრობიზნესის საჭიროებების შეფასების კვლევა 2014-2016 წლებში განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მოხდა ფერმერების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და მათი გადაჭრის პოტენციური გზების იდენტიფიცირება. ადგილობრივი აგრობიზნესის საჭიროებების შესწავლის შედეგები დაეხმარება ადგილობრივ, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს იმერეთისა და რაჭის რეგიონებში ერთობლივი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების დაგეგმვაში.

კვლევა განხორცილდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტის ”მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge