10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს საგამოფენო ცენტრ “Terrada Warehouse-ში“ გამოფენა -“საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება. გამოფენაზე დაინტერსებულ ადამიანებს უახლესი ტექნოლოგიის, “Warpqsuare-ის” გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის “Sony music communication-ის” მხარდაჭერით სპეციალური ვებგვერდი www.georgia-homelandofwine.com შეიქმნა. ვებგვერდი ორენოვანი, იაპონური და ინგლისურია.
პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციცია “ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ “საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ იაპონიაში “საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდო მიიღო.