ოზურგეთის სოფელ ჯუმათში საერთო კრება ჩატარდა

1474

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეარჩია.

ადგილობრივებმა შიდა გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, სპორტული მოედნის აღდგენა, საბავშვო ბაღში იატაკის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა გადაწყვიტეს.

ძირი ჯუმათის მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარეგანათების მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია და სპირტული მოედნის გაკეთება დაასახელეს.

იანეთის დასახლებაში ბეტონის გზები და გზის საყრდენი მოეწყობა, მოიხრეშება შიდა გზები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მგზავრთა მოსაცდელს, ხოლო ბოგილის დასახლებაში გაიწმინდება სანიაღვრე არხები, მოიხრეშება შიდა გზები და კეთილმოეწობა მგზავრთა მოსაცდელი და სტადიონი.

საერთო კრებას ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი და  ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსი გოჩა აბაშმაძე ესწრებოდნენ.