ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზენტაცია “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინეს.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.
ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
შეხვედრაზე ითქვა, რომ თავშესაფარი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამდენად, რეკომენდირებულია, ის მარნეულის ტერიტორიაზე აშენდეს.
ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი, წალკის მერი ილია საბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით
19 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კომპანიონ ცხოველთა ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარის კონცეპტუალური პროექტის შესახებ იმსჯელეს.სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე სპეციალური პრეზენტაცია წარადგინეს „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა.საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.#ქვემოქართლი2019#სამუშაოშეხვედრა2019#სახელმწიფორწმუნებული2019#შოთარეხვიაშვილი2019
Posted by ქვემო ქართლის მხარე on სამშაბათი, 19 თებერვალი, 2019