გორის მერიამ იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

690

სტატიის გაგრძელება

იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ა(ა)იპ გორის მუნიცპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ გაიმარჯვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით გორის მერია ექსკავატორ – დამტვირთველს შეიძენს.

იაპონიის საელჩომ საგრანტო კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა. პროექტი, რომელიც გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ მოამზადა, სასმელი და სარწყავი სისტემის მოვლას და ექსპლუატაციის მიზნით ექსკავატორ-დამტვირთველის შეძენას ითვალისწინებდა. პროექტის ღირებულება 61 000 აშშ დოლარია.

საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები აღნიშნული თანხის ბიუჯეტში ასახვაზე იმსჯელებენ.