სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის სოფელ ნაფარეულში კრება ჩატარდა

533

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში დასასვენებელი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კენჭისყრის შედეგად მოსახლეობამ სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, გასუფთავება და სველი წერტილის მოწყობა, ასევე, ამბულატორიის ეზოში და სოფლის ცენტრში სკვერების მოწყობა გადაწყვიტა.

შეხვედრას თელავის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატი დავით ღაღანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 000 ლარი დაიხარჯება.