სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იურიდიულ საკითხებში აპარატის მეორე კატეგორიის (III რანგი) უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებიბრივი სარგი 900 ლარია.
“განცხადების მიღების ბოლო ვადა 24 თებერვალია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხის განათლება და 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დამატებითი მოთხოვნებია: ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი, კომპლექსური აზროვნების უნარი და საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი და სხვა. აღნიშნულ თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განცხადების გადარჩევას და გასაუბრების ეტაპებს. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში’’,- განმარტავენ საკრებულოში.