მთაწმინდის რაიონში, პეტრიაშვილის ქ. N19-თან GWP-ის წყალმომარაგების 150 მმ-იანი მილი ავარიულად დაზიანდა. რის გამოც, პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, დღეს 13:00 საათიდან 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.
კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი ბარნოვის ქუჩით მგვალი ბაღის მიმართულებით იმოძრავებს. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები კი, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ნაფარეულის ქუჩით ისარგებლებენ. ხოლო ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან.