სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრება უკვე ჩატარდა და მოსახლეობამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეარჩია.
სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა, ხოლო სოფელ ბაისუბანში ახალგაზრდებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა დაიგეგმა. რაც შეეხება სოფელ კართუბანს აქ საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ნაწისქვილარში კი სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრების ჩატარების განრიგი შეგიზლიათ იხილოთ ბმულზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში 920 000 ლარი დაიხარჯება.