გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გასულ წელს 43 286 ლარი გაუხარჯავი დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს სააგენტო 6 310 700 ლარით დაფინანსდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხიდან გასულ წელს 6 267 414 ლარი დახარჯა.
სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა აუთვისებელი კვების ხარჯიდან დარჩა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ზუსტად სააგენტომ სამედიცინო მიმართულებით გაწერილი თანხა გახარჯა.