ბაკურიანობა 2019 კურორტზე 10 მარტამდე გაიმართება. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება და ამისთვის ბორჯომის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 41 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ღონისძების ფარგელებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება მოეწყობა და მასში მონაწილეობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე, ვეტერანი სპორტსმენები მიიღებენ. სპორტულ შეჯიბრებებს მუსიკალირად Dჟ გააფორმებს. სახალხო დღესასწაულში სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები, სოლო მომღერლები და სახალხო მთქმელები მიიღებენ. ამასთან, მოეწყობა ბარაბან შოუ და ბერიკების პერფორმანსი. ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდება.
ბაკურიანობა 2019–ის გასამართად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან დაიწყება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 41 283 ლარია.
“ბაკურიანობის“ დღესასწაული კურორტზე ყოველ წელს აღინიშნება. სამდღიან ზემს, ადგილობრივების გარდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან ჩამოსული დამსვებლებიც უერთდებიან.