გორის მუნიციპალიტეტის მერია, დრობითი სოციალური საცხოვრისის, კონტეინერის შესაძენად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 50 000 ლარს გადაიხდის. საცხოვრისების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულიაინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“იმ პირების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ არიან უსახლკაროები დღეში 10-15 განცხადება მაინც შემოდის თავშესაფრის მოთხოვნაზე ჩვენთან. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც შემოსულ განცხადებებს სწავლობს, ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება, ვის ეკუთვნის და ა.შ. თუ დადასტურდა, რომ ამა თუ იმ ოჯახს ესაჭიროება თავშესაფარი და მერიას ამის საშუალება არ აქვს და ვერსად გამოძებნის, ამ შემთხვევაში, ასეთი კატეგორიისთვის შევიძენთ კონტეინერს, რომელიც დათბილული იქნება, უზრუნველყოფილი იქნება გაყვანილობით და ა.შ. და ვთავაზობთ გადაყვანას ამ დროებით საცხოვრისში. ოჯახს უმჯობესია, მიწის ფართი მაინც გააჩნდეს, რომ იქ ჩავუდგათ კონტეინერი. ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 73 უსახლკარო ოჯახია”, – აცხადებს გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე.