გორის მერია 2018 წელს ოჯახში ძალადობის 8 მსხვერპლს დაეხმარა

676

წინა სტატია

გორის მერია 2018 წელს ოჯახში ძალადობის 8 მსხვერპლს ჯამში 1 600 ლარით დაეხმარა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარაბა 2018 წელს თითო ადამიანზე 200 ლარს შეადგენდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავშესაფრის მხრიდან, დასტურის შემთხვევაში, მსხვერპლებისთვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით გაიცემოდა. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის რვავე მსხვერპლი ქალი იყო.

“როდესაც მსხვერპლი თავშესაფარში გადაჰყავთ, მას ბუნებრივია, გარკვეული თანხები სჭირდება პირადი მოხმარების ნივთებისთვის. თავშესაფარში ცხოვრება და კვება, რა თქმა უნდა, მათთვის უფასოა, თუმცა გარკვეული თანხა ბუნებრივია ესაჭიროება თითოეულ მსხვერპლს. ჩვენ ვურიცხავთ თანხას და ის რაშიც საჭიროდ ჩათვლის, იმ მიზნით დახარჯავს. გასულ წელს 200 ლარი იყო, ახლა 300 ლარამდე გავზარდეთ. ვფიქრობთ, ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე ბუჯეტში ასეა გაწერილი”, – აცხადებს დავით ჩიხრაძე.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.