რუსთავში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზომება

1572

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მდებარე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგური თანამედროვე ტექნოლოგიის აპარატურით აღიჭურვა და დღეიდან, ჰაერში მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი ავტომატურ რეჟიმში გაიზომება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, სადგურის საშუალებით, ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერებების: (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები განისაზღვრება. მისივე განმარტებით, თითეულ მოქალაქეს აქვს საშუალება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მეშვეობით გაეცნოს საქართველოს ნებისმიერი ქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობას.