დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.
“კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და ზედამხედველობის, იურიდიულ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის ადმინისტრაციულ, გარემოს დაცვის ან თავდაცვის სფეროში 5 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელობის 2 წელი. აღნიშნულ პოზიცაზე თანამდებობრივი სარგო 1 500 ლარია, გამოსაცდელი ვადა კი 12 თვე“, – განმარტავენ მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 9 თებერვლამდე შეეძლებათ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში წარადგენს.