გურჯაანის ბაღების გაერთიანება 1 000 ლარით დააჯარიმეს

674

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში არსებული დარღვევები გახდა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბაღის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდა და სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

მერიაში დარღვევების შესახებ აცხადებენ, რომ იმ დროს, როცა მათ შენობა ჩაიბარეს დადენილ ნორმებს პასუხობდა და რაიმე სახის ხარვეზი იმ დროს არ დაფიქსირებულა.

“კომპანიამ, რომელმაც ბაღში რეაბილიტაცია ჩაატარა აქვს ვალდებულება რეაბილიტაციიდან ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემები თავად მოაგვაროს. მაშინ როცა ეს ბაღი ჩავიბარეთ პრობლემები არ ფიქსირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, რის გამოც ორთქლმა კედლები და საღებავი დააზიანა, შედეგად კი ნალესი ფენა ჩამოცვივდა”, – განმარტა გურჯაანის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.

ბაღის რეაბილიტაციისთვის ჯამში 25 000 ლარი დაიხარჯა. გურჯაანის მერიაში ვარაუდობენ, რომ სააღმზრდელო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.