სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დასასვენებელი პარკის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე 3 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ამასთან, სკვერში საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ტრენაჟორები და გარეგანათების ბოძები, ასევე, სკამები და დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე კი, 13 000 კვ.მ გამწვანებული ფართობი მოწესრიგდება და ხეების სხვლა-ფორმირებისა და ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება.
დასასვენებელი პარკის მოწყობა მარტის ბოლომდე დასრულდება.