ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

707

ნაძალადევის რაიონში, მონადირის პირველ შესახვევში, გზის რეაბილიტაცაციისთვის  91 000 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი 1 400-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო.

“ზღვის უბანში, მონადირის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დავასრულეთ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია ახალი დასახლებაა, აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ცოტა ხნის წინ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა მონადირის მეორე შესახვევშიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, გრუნტიანი გზით სარგებლობდა“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.