დაბა ქედაში სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა (ვიდეო)

788

დაბა ქედაში სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქედის მერიამ კომპანია “ჭედა 2012“ დააჯარიმა და ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის პირველი მოადგილის განცხადებით მუშაობის ტემპი არადამაკმაყოფილებელი იყო. დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. სტადიონის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს.