საქართველოს 2014 წლიდან აქვს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. თვითმმართველობის პრინციპები კი რეალურად დღემდე არ ხორციელდება. ლაპარაკია დეცენტრალიზაციაზე და ეს გულისხმობს ქვეყნის ხელისუფლების მიერ ქონების, შემოსავლების, კომპეტენციების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის.
დღეს მიმდინარეობს “დეცენტრალიზაციის სტრატეგიის” პროექტის განხილვა. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი “დილის საუბრებში” განმარტავს, რატომ არის ქვეყნის განვითარება პირდაპირ დაკავშირებული დეცენტრალიზაციასთან. დეცენტრალიზაციის ფილოსოფია მარტივია: ყველაფერი, რაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებს სჭირდება, არ შეიძლება იყოს მთავრობის კომპეტენცია. ეს სრულიად არაეფექტიანია და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. ბოლო დღეებში ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა “დეცენტრალიზაციის სტრატეგიის” პროექტის რეგიონებში განხილვების დროს.