გარდაბნის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

743

ქალაქ გარდაბანში, სოფელ სართიჭალასა და ახალსოფელში სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.

სოფელ სართიჭალაში სამუშაოების შესასრულებლად 90 105 ლარია გამოყოფილი, სოფელ ახალსოფელში 90 362 ლარი, ხოლო ქალაქ გარდაბანში 80 201 ლარი.