ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

1029

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. მათი განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პროგრამას 15 ათასი ლარი, ხოლო ახალშობილი ოჯახების დახმარებას კი 3 ათასი ლარი მოაკლდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ასევე, ოპოზიცია ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

“ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ სოციალურ პაკეტს მოაკლდა თანხები. წინასწარ ვერანაირად ვერ გავთვლით, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ წლის ბოლოს ხდება კორექტირება და ვამატებთ სტაციონარული მკურნალოისთვის თანხებს. რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვით ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, რადგან გადანაწილების პრინციპი იქნებოდა რთული, რადგან ყველა სოციალურად დაუცველზე იქნებოდა გადასანაწილებელი, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.