იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, აღარ არსებობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი შპს “ანსალთეს”, რომლის 100%–იანი წილის მფლობელი მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძეა, ამ დრომდე აქტიურის სტატუსი აქვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“არასაცხოვრებელი ფართი შემდეგ მისამართზე-რუსთავი, აგრარული ბაზარი, ფართობი 18.00 კვ.მ სადაც დარეგისტრირებული იყო შპს “ანსალთე” დღეის მდგომარეობით არ არსებობს”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მხარის გუბერნატორის მიერ არასრულად შევსებული დეკლარაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” კვლევაში მოხვდა. კვლევის მიხედვით, მხარის გუბერნატორმა მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანია დეკლარაციაში არ მიუთითა.
“საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველომ” იმერეთის მხარის რწმუნებულის გარდა, სხვა რეგიონის გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციაც შეისწავლა.
“საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველომ” იმერეთის მხარის რწმუნებულის გარდა, სხვა რეგიონის გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციაც შეისწავლა და იმ პირთა სია, რომლებმაც დეკლარაციებ არასრულად შეავსეს საჯარო სამსახურის ბიუროში გადაგზავნეს.
“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის კიხედვით, საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 1 000 ლარით ჯარიმდება.