გორის მერიის თანამშრომელი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, დააწინაურეს

850

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დღეის მდგომარეობით, გორის მერიის თანამშრომელ თეიმურაზ მანველიშვილს, რომელმაც სამოქალაქო ატივისტს თავზე ფუნით სავსე ურნა ჩამოამხო, სამი სამსახური აბარია, კერძოდ, გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელობა და ამასთან,  ასრულებს სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც. ამის შესახებ გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა” მასალები გორის მერიიდან მოიპოვა.

ოფიციალურად, მანველიშვილი მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარმოადგენს. ასევე, ასრულებს სატდენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც.

გორის მერის პრესსამსახურის განცხადებით, შესყიდვების განყოფილება ეკუთვნის ადმინისტრაციულ სამსახურს და, შესაბამისად, თეიმურაზ მანველიშვილი წარმოადგენს, როგორც ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. რაც შეეხება სატენდერო კომისიას, აქ, მისი განმარტებით, ნებისმიერ წევრს შეუძლია იყოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიაში შედიან ასევე სხვა სამსახურის ხელმძღვანელები.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კი მის დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გორის მერიის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, ჩატარდა, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი მისივე ჩვენება იყო, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, გიგა მაქარაშვილს არ დაუდგინდა სულიერი ტკივილის მიყენება და პროკურატურამ საქმე ამ მუხლით შეწყვიტა. გიგა მაქარაშვილი ითხოვს, რომ თეიმურაზ მანველიშვილი შესაბამისი მუხლებით დაისაჯოს.

ამასთან, დღეს გორის ქუჩებში მერიის ადმინისტრაციის უფროსის თეიმურაზ მანველიშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა.