გორში მერის გადადგომას მოითხოვენ

1456

წინა სტატია

​გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გორის მერის გადადგომას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქის მერს საქართველო ომის დაწყებაში არ უნდა დაედანაშაულებინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ის რომ ომი სქართველომ დაიწყო  სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ხმამაღლა გორის მერმა თქვა. კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის მოსახლეობას უთხრა, რომ 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს.

“ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა“, – განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.