ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი 50 ბენეფიციარის ყოველდღიური კვების უზრუნველყოფისთვის, ტენდერი 18 200 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია, ბენეფიციარებს ექვსი თვის განმავლობაში მოემსახურება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი ცხრა იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი დღეიდან 15 იანვრიდან დაიწყება.
როგორც ასპინძის მერიაში ამბობენ, 2019 წელს უფასო სასდილოთი 50 ბენეფიციარი ისარგებლებს.
ბენეფიციარებს უფასო სასადილოთი სარგებლობა ყოველდღიურად, 10:00–დან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბენეფიციარებს 2019 წლის პირველ ივლისამდე მოემსახურება.