უახლოეს პერიოდში თბილისში რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყება, მათ შორის “გურამიშვილის“, “გოცირიძის“ და “ვარკეთილის“. როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მთავარმა ინჟინერმა გიორგი ტალახაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია აღნიშნული მეტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “გურამიშვილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწო, თუმცა მალევე შეჩერდა და არსებული პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაეგზავნა.
“პროექტის ტექნიკური შეფასება მოხდა და სამხარაულის ექსპერტიზამ ძველ პროექტში კონსტრუქციული ნაწილი პროფესიული შეფასებით დაიწუნა, სამშენებლო პროექტის მომზადება ხელახლა მოხდება,“ – განაცხადა გიორგი ტალახაძემ.
სატრანსპორტო სამსახურის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მეტროსადგურის რეაბილიტაციითვის კვლევითი სამუშაოები ხელახლა დაიწყო და როგორც კი კვლევა დასრულება ახალი პროექტიც მომზადდება. მისი თქმით, 2019 წლის პირველ კვარტალში საპროექტო ტენდერი გამოცხადდება და სატენდერო კომპანიის გამოვლენის შემდგომ სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. რაც შეეხება სპეციალურად მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს, მისი ოდენობის დაზუსტება ბაზრის კვლევის შემდგომ მოხდება.
მეტროსადგური “გურამიშვილი“ 2018 წლის 15 მარტს უნდა გახსნილიყო, თუმცა მისი გახსნის თარიღმა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო გადაიწია და მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. თუმცა, “გურამიშვილი“ სწორედ 2018 წელს მისი ზედა გარემონტებული სივრცით გაიხსნა. ამჟამად მგზავრთა გადაყვანაა უსაფრთხოების სრული დაცვითაა უზრუნველყოფილი.
მეტროსადგურ გურამიშვილის რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი იყო სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა და სამღებრო სამუშაოების წარმოება, თუმცა როდის ჩატარდება აღნიშნული სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება “ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის საკითხს, გიორგი ტალახაძის განცხადებით, ამჟამად მოკვლევითი და შემდგომი საპროექტო სამუშაოებისთვის საპროექტო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდიანრეობს. მისივე თქმით, ვარკეთილის მატროსადგურში ყველაფერს თავიდან გამოიკვლევენ და შემდეგრეაბილიტაციას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა.
თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის შემოწმდა.